четверг, 14 марта 2013 г.

ბიოლოგიის გაკვეთილი




მცენარეული და ცხოველური უჯრედი

 Biology
 8th grade

  • მიზანი:  მცენარეული და ცხოველური  უჯრედების გაცნობა, მათ შორის მსგავსება-განსხვავების განსაზღვრა. დროებითი პრეპარატის დამზადება და მუშაობა სინათლის მიკროსკოპთან; ტექნოლოგიების მნიშვნელობა უჯრედის შესწავლაში.
  • მისაღწევი შედეგი: მოსწავლე აკავშირებს უჯრედის სტრუქტურას ფუნქციასთან.მოსწავლეები განივითარებენდაკვირვების, ანალიზის,კრიტიკული ანალიზის, მასალის მოძიების და ინტერპრეტაციის უნარებს.ისინი მიეჩვევიან ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას, გაუღვივდებათ ინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ; გაუჩნდებათ ინტერესი ისტ-ის გამოყენებით მოიძიონ დამატებითი ინფორმაციები.ეუფლებიან მიკროსკოპთან მუშაობის წესებს. დაამზადებენ დროებით პრეპარატს.
  • ინდიკატორი: ილუსტრაციების საშუალებით იკვლევს სხვადასხვა სახის უჯრედის აგებულებას, ასახელებს მათ მსგავს და განსხვავებულ სტრუქტურებს.
  • მიღებულ შედეგებს გამოსახავს გრაფიკულად, იყენებს ვენის დიაგრამას; აღწერს კვლევის ეტაპებს;
  •  ახდენს მონაცემთა აღრიცხვასა და ანალიზს;
  • მოიძიებს მასალას უჯრედის შესწავლაში ტექნოლოგიების მნიშვნელობის შესახებ;
  • მუშაობს მიკროსკოპთან და ამზადებს დროებით პრეპარატს.
აქტივობა -I. საშინაო დავალების წარდგენა - 5 წთ
აქტივობა-II. დავსვამ სამოტივაციო კითხვებს:
1. რა არის მიკრისკოპი?
2. რა არის დროებითი და მუდმივი პრეპარატი?
3. როგორ მზადდება დროებითი პრეპარატი?
4. რა და რა სახის უჯრედებს ვიცნობთ?-5 წთ

აქტივობა-III. კვლევა 1. კლასი იყოფა ჯგუფებად,ლიდერები ამზადებენ მცენარის ფოთლის დროებით პრეპარატს და ათვალიერებენ მიკროსკოპში და ინიშნავენ რვეულში უჯრედის ნაწილებს,რომელიც დაინახეს დათვალიერებისას: უჯრედის გარსი, ციტოპლაზმა, ბირთვი, ქლოროპლასტები, ვაკუოლი.-7 წთ
   კვლევა 2. დავურიგებ ცხოველური ქსოვილის მუდმივ პრეპარატებს, მოსწავლეები დაათვალიერებენ მათ და გამოაქვთ დასკვნა: ცხოველურ უჯრედში მცენარეულისგან განსხვავებით არ არის ქლოროფილი და ვაკუოლი.-7წთ.
აქტივობა IV. მინილექცია უჯრედის აგებულებაზე, გავლილ მასალას დავაკავშირებ ახალ მასალასთან, გამოვიყენებ სლაიდშოუს -7 წთ.
აქტივობა -V. ვენის დიაგრამის შევსება მცენარეული და ცხოველური უჯრედების სტრუქტურულ ერთეულებზე -7წთ.
აქტივობა -VI. გაკვეთილის შეჯამება. მოსწავლეები აჯამებენ თავიანთ ცოდნას, რომ მცენარეული და ცხოველური უჯრედები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სტრუქტურული აგებულებით.-5 წთ
აქტივობა- VII. საშინაო დავალება-2 წთ

  • სახელმძღვანელო,რვეული,პასტა, დაფა და ცარცი, ტაბულები მცენარეული და ცხოველური უჯრედების გამოსახულებით.


  • ინდივიდუალური მუშაობა; ჯგუფური მუშაობა;მინილექცია.

  • სინათლის მიკროსკოპები,დროებითი და მუდმივი პრეპარატები, საფარი და სასაგნე მინები.კომპიუტერი,პროექტორი.
შეფასების რუბრიკა. საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა: სავარჯიშო, პრაქტიკული სამუშაო

კომპონენტებიდაბალი
1-2
საშუალოზე დაბალი
3-4
საშუალო
5-6
საშუალოზე მაღალი
7-8
მაღალი
9-10
 კვლევის მიზნის განსაზღვრა ვერ აყალიბებს მიზანსარასწორად აყალიბებს მიზანსნაწილობრივ სწორად აყალიბებს მიზანსაყალიბებს მიზანსსრულყოფილად აყალიბებს მიზანს, განსაზღვრავს სპეციფიკურ დეტალებს
საჭირო ინვენტარის განსაზღვრავერ ჩამოთვლის საჭირო მასალებსარასწორად ჩამოთვლის საჭირო მასალებსჩამოთვლის საჭირო მასალებსჩამოთვლის ძირითად საჭირო მასალასჩამოთვლის ყველა საჭირო მასალას და აღჭურვილობას
 კვლევის მიმდინარეობის აღწერავერ ჩამოთვლის კვლევის პროცესის ეტაპებსარასწორად ჩამოთვლის კვლევის პროცესის ეტაპებსჩამოთვლის კვლევის პროცესის ზოგიერთ ეტაპსჩამოთვლის კვლევის პროცესის ძირითად ეტაპებსდეტალურად ჩამოთვლის კვლევის პროცესის ეტაპებს
 მონაცემთა აღრიცხვა და ანალიზივერ აღრიცხავს მონაცემებს და ვერ აკეთებს მონაცემთა ანალიზსაღრიცხავს არასწორ მონაცემებს და ვერ აკეთებს მონაცემთა ანალიზსმონაცემებს ნაწილობრივ ნაწილობრივ და უსისტემოდ აღრიცხავს; აკეთებს მონაცემთა ნაწილობრივ ანალიზს მონაცემებს სრულად, მაგრამ უსისტემოდ აღრიცხავს და აკეთებს მონაცემთა ანალიზს მონაცემებს სრულად და სისტემურად აღრიცხავს; აკეთებს მონაცემთა ანალიზს და წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით.

Creative Commons License

Комментариев нет:

Отправить комментарий