მცენარეული და ცხოველური უჯრედი
- მიზანი: მცენარეული და ცხოველური უჯრედების გაცნობა, მათ შორის მსგავსება-განსხვავების განსაზღვრა. დროებითი პრეპარატის დამზადება და მუშაობა სინათლის მიკროსკოპთან; ტექნოლოგიების მნიშვნელობა უჯრედის შესწავლაში.
- მისაღწევი შედეგი: მოსწავლე აკავშირებს უჯრედის სტრუქტურას ფუნქციასთან.მოსწავლეები განივითარებენდაკვირვების, ანალიზის,კრიტიკული ანალიზის, მასალის მოძიების და ინტერპრეტაციის უნარებს.ისინი მიეჩვევიან ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას, გაუღვივდებათ ინტერესი საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ; გაუჩნდებათ ინტერესი ისტ-ის გამოყენებით მოიძიონ დამატებითი ინფორმაციები.ეუფლებიან მიკროსკოპთან მუშაობის წესებს. დაამზადებენ დროებით პრეპარატს.
- ინდიკატორი: ილუსტრაციების საშუალებით იკვლევს სხვადასხვა სახის უჯრედის აგებულებას, ასახელებს მათ მსგავს და განსხვავებულ სტრუქტურებს.
- მიღებულ შედეგებს გამოსახავს გრაფიკულად, იყენებს ვენის დიაგრამას; აღწერს კვლევის ეტაპებს;
- ახდენს მონაცემთა აღრიცხვასა და ანალიზს;
- მოიძიებს მასალას უჯრედის შესწავლაში ტექნოლოგიების მნიშვნელობის შესახებ;
- მუშაობს მიკროსკოპთან და ამზადებს დროებით პრეპარატს.
აქტივობა -I. საშინაო დავალების წარდგენა - 5 წთ
აქტივობა-II. დავსვამ სამოტივაციო კითხვებს:
1. რა არის მიკრისკოპი?
2. რა არის დროებითი და მუდმივი პრეპარატი?
3. როგორ მზადდება დროებითი პრეპარატი?
4. რა და რა სახის უჯრედებს ვიცნობთ?-5 წთ
აქტივობა-III. კვლევა 1. კლასი იყოფა ჯგუფებად,ლიდერები ამზადებენ მცენარის ფოთლის დროებით პრეპარატს და ათვალიერებენ მიკროსკოპში და ინიშნავენ რვეულში უჯრედის ნაწილებს,რომელიც დაინახეს დათვალიერებისას: უჯრედის გარსი, ციტოპლაზმა, ბირთვი, ქლოროპლასტები, ვაკუოლი.-7 წთ
კვლევა 2. დავურიგებ ცხოველური ქსოვილის მუდმივ პრეპარატებს, მოსწავლეები დაათვალიერებენ მათ და გამოაქვთ დასკვნა: ცხოველურ უჯრედში მცენარეულისგან განსხვავებით არ არის ქლოროფილი და ვაკუოლი.-7წთ.
აქტივობა IV. მინილექცია უჯრედის აგებულებაზე, გავლილ მასალას დავაკავშირებ ახალ მასალასთან, გამოვიყენებ სლაიდშოუს -7 წთ.
აქტივობა -V. ვენის დიაგრამის შევსება მცენარეული და ცხოველური უჯრედების სტრუქტურულ ერთეულებზე -7წთ.
აქტივობა -VI. გაკვეთილის შეჯამება. მოსწავლეები აჯამებენ თავიანთ ცოდნას, რომ მცენარეული და ცხოველური უჯრედები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სტრუქტურული აგებულებით.-5 წთ
აქტივობა- VII. საშინაო დავალება-2 წთ

- სახელმძღვანელო,რვეული,პასტა, დაფა და ცარცი, ტაბულები მცენარეული და ცხოველური უჯრედების გამოსახულებით.
- ინდივიდუალური მუშაობა; ჯგუფური მუშაობა;მინილექცია.
- სინათლის მიკროსკოპები,დროებითი და მუდმივი პრეპარატები, საფარი და სასაგნე მინები.კომპიუტერი,პროექტორი.
შეფასების რუბრიკა. საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა: სავარჯიშო, პრაქტიკული სამუშაო
| კომპონენტები | დაბალი 1-2 | საშუალოზე დაბალი 3-4 | საშუალო 5-6 | საშუალოზე მაღალი 7-8 | მაღალი 9-10 |
| კვლევის მიზნის განსაზღვრა | ვერ აყალიბებს მიზანს | არასწორად აყალიბებს მიზანს | ნაწილობრივ სწორად აყალიბებს მიზანს | აყალიბებს მიზანს | სრულყოფილად აყალიბებს მიზანს, განსაზღვრავს სპეციფიკურ დეტალებს |
| საჭირო ინვენტარის განსაზღვრა | ვერ ჩამოთვლის საჭირო მასალებს | არასწორად ჩამოთვლის საჭირო მასალებს | ჩამოთვლის საჭირო მასალებს | ჩამოთვლის ძირითად საჭირო მასალას | ჩამოთვლის ყველა საჭირო მასალას და აღჭურვილობას |
| კვლევის მიმდინარეობის აღწერა | ვერ ჩამოთვლის კვლევის პროცესის ეტაპებს | არასწორად ჩამოთვლის კვლევის პროცესის ეტაპებს | ჩამოთვლის კვლევის პროცესის ზოგიერთ ეტაპს | ჩამოთვლის კვლევის პროცესის ძირითად ეტაპებს | დეტალურად ჩამოთვლის კვლევის პროცესის ეტაპებს |
| მონაცემთა აღრიცხვა და ანალიზი | ვერ აღრიცხავს მონაცემებს და ვერ აკეთებს მონაცემთა ანალიზს | აღრიცხავს არასწორ მონაცემებს და ვერ აკეთებს მონაცემთა ანალიზს | მონაცემებს ნაწილობრივ ნაწილობრივ და უსისტემოდ აღრიცხავს; აკეთებს მონაცემთა ნაწილობრივ ანალიზს | მონაცემებს სრულად, მაგრამ უსისტემოდ აღრიცხავს და აკეთებს მონაცემთა ანალიზს | მონაცემებს სრულად და სისტემურად აღრიცხავს; აკეთებს მონაცემთა ანალიზს და წარმოადგენს სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებების გამოყენებით. |